“პუტინი მშვიდობაზე სასაუბროდ მზად არ არის” – შოლცი

გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის მზად არ არის.

ამის შესახებ კანცლერმა ბუნდესტაგში სიტყვით გამოსვლის დროს თქვა.

“არის თუ არა პუტინი მზად სამართლიანი სამყაროს პრინციპებთან დაბრუნებაზე მოლაპარაკებისთვის? ამ დროისთვის, ამაზე არაფერი მიანიშნებს. პუტინი ეყრდნობა მუქარის ჟესტებს, როგორიც არის შეერთებულ შტატებთან ბირთვული ხელშეკრულების შეჩერება”, – თქვა შოლცმა.

მისი თქმით, პუტინი ემუქრება არა მხოლოდ უკრაინის არსებობას, არამედ – ევროპული მსოფლიო წესრიგის საფუძვლებსაც.

“შეუძლებელია მოლაპარაკებების გამართვა საფეთქელთან იარაღის მიბჯენით – გარდა საკუთარი მორჩილებისა”, – თქვა კანცლერმა.

ის უკრაინას კიდევ ერთხელ დაჰპირდა მხარდაჭერას, სანამ საჭირო იქნება.

1-ელ მარტს ოლაფ შოლცმა ასევე თქვა, რომ, ევროპაში შექმნილი ვითარების ფონზე, გერმანია სამხედრო წარმოებას გააფართოებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები