“დაასრულეთ ეს ომი” – გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლავროვს მიმართა

“დაასრულეთ ეს ომი”, – ასე მიმართა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა G20-ს მინისტერიალზე რუს კოლეგა სერგეი ლავროვს.

ამის შესახებ DW წერს.

“ჩვენ გვჯერა მულტილატერალიზმის. დაასრულეთ ეს ომი, შეწყვიტეთ საერთაშორისო წესრიგის დარღვევა”, – უთხრა ბურბოკმა შეხვედრაზე მყოფ ლავროვს.

ბურბოკი სამიტის დაწყებამდე ჩინელ კოლეგას, ქინ განგს შეხვდა.

“რუსეთის მიერ უკრაინაზე სასტიკი თავდასხმის და გაეროს წესდების ფონზე, ნეიტრალიტეტი აჯილდოებს აგრესორს“, – თქვა გერმანელმა მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები