სი ძინპინი ლუკაშენკოს: უკრაინის მიმართ ჩინეთის პოზიცია არის თანმიმდევრული და მკაფიო

Chinese President Xi Jinping attends a meeting with Belarus' President Alexander Lukashenko (not pictured) in Beijing on March 1, 2023. (Photo by Pavel ORLOVSKY / BELTA / AFP) / Belarus OUT (Photo by PAVEL ORLOVSKY/BELTA/AFP via Getty Images)

ჩინეთის პოზიცია უკრაინის კრიზისთან დაკავშირებით არის თანმიმდევრული და მკაფიო, – ამის შესახებ ჩინეთის პრეზიდენტმა, სი ძინპინმა თავის ბელორუს კოლეგას, ალექსანდრე ლუკაშენკოს განუცხადა.

„ჩინეთის პოზიციის ძირითადი საფუძველი მშვიდობისა და მოლაპარაკებების ხელშეწყობაა. ჩვენ უნდა მივყვეთ საკითხის პოლიტიკური გზით გადაწყვეტის მიმართულებას, მივატოვოთ ცივი ომის მენტალიტეტი, პატივი ვცეთ ყველა ქვეყნის უსაფრთხოების ლეგიტიმურ საზრუნავს და ავაშენოთ დაბალანსებული, ეფექტური და მდგრადი ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურა“, – აღნიშნა ჩინეთის პრეზიდენტმა.

სი ძინპინმა ქვეყნებს მოუწოდა, რომ „შეწყვიტონ მსოფლიო ეკონომიკის პოლიტიზაცია და ინსტრუმენტალიზაცია“ და გადადგან ნაბიჯები ომის საკითხის მოსაგვარებლად.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები