ილია დარჩიაშვილი ჟენევაში ლტოლვილთა საკითხებში გაეროს უმაღლეს კომისარს, ფილიპო გრანდის შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი ჟენევაში ლტოლვილთა საკითხებში გაეროს უმაღლეს კომისარს, ფილიპო გრანდის შეხვდა, – ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს წარმატებულ თანამშრომლობას გაეროს უმაღლესი კომისრის ოფისთან და იმ მნიშვნელოვან პროექტებს, რომლებსაც ორგანიზაცია საქართველოში ახორციელებს დევნილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. ასევე, მაღალი შეფასება მიეცა საქართველოს მთავრობის პოლიტიკას დევნილთა სოციალური და ჰუმანიტარული მდგომარეობის გაუმჯობესების მიმართულებით.

გარდა ამისა, უმაღლესმა კომისარმა დადებითად შეაფასა საქართველოს მთავრობის ძალისხმევა უკრაინელ დევნილთა მიღების თვალსაზრისით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია იმ მძიმე ჰუმანიტარული შედეგების გათვალისწინებით, რომლებიც მსოფლიოში შეიქმნა უკრაინის ომის ფონზე. ასევე, მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება და აღნიშნეს გაეროს მნიშვნელოვანი როლი სამშვიდობო პოლიტიკის გატარების პროცესში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები