არჩილ თალაკვაძე: მელია და დამოუკიდებლობა ძალიან განსხვავებული ცნებებია – ეს არის „ნაცმოძრაობის“ დაშლის პროცესი

“ჩვენ თავიდანვე ვთქვით, რომ არჩევნების წაგების შემდეგ ის პარტიას დატოვებდა – ეს გარდაუვალია და ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ დაშლის პროცესი”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, არჩილ თალაკვაძემ ნიკა მელიაზე საუბრისას „ქრონიკას“ განუცხადა.

მისივე თქმით, “ნაცმოძრაობის” ყოფილი თავმჯდომარე და დამოუკიდებლობა განსხვავებული ცნებებია.

„მელია და დამოუკიდებლობა ძალიან განსხვავებული ცნებებია. ჩვენ თავიდანვე ვთქვით, რომ არჩევნების წაგების შემდეგ ის პარტიას დატოვებდა, როგორც ჩანს აქამდე მოითმინა მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენი პროგნოზები არ შესრულებულიყო, თუმცა, ეს გარდაუვალია და ეს არის „ნაციონალური მოძრაობის„ დაშლის პროცესი“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ცნობისთვის, „ქრონიკის“ ინფორმაციით, ნიკა მელია დამოუკიდებელ მოქმედებებს იწყებს და საკუთარ ოფისებსაც ხსნის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები