მამუკა მდინარაძე: სამწუხაროდ, არსებობენ გარკვეული ადამიანები, რომლებიც აჯერებენ სხვადასხვა ორგანიზაციის წარმომადგენლებს, რომ მათ შეუწყდებათ დაფინანსება, ეს არის ტყუილი

“გუშინ მივიღეთ ინფორმაცია, რომ სამწუხაროდ, არსებობენ გარკვეული ადამიანები, რომლებიც აჯერებენ სხვადასხვა ორგანიზაციის წარმომადგენლებს, რომ მათ შეუწყდებათ დაფინანსება, ისინი დარჩებიან ხელფასების გარეშე – ეს არის ტყუილი”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, “ხალხის ძალის” მიერ ინიცირებული კანონპროექტის მიზანი მხოლოდ გამჭვირვალობაა.

„ცალსახად, გარანტირებულად შემიძლია ვთქვა, ეს ცალსახა პროვოკაცია და ტყუილია. ბოლოს ყველა დარწმუნდება, ამ პიარული ნარატივიდან, პიარული თავხედობიდან გამოვა ყველა და დარჩება შავით თეთრზე დაწერილი მხოლოდ გამჭვირვალობის მიზანი. არცერთი ბენეფიციარი ამით არ და ვერ დაზარალდება. ამის სრულ გარანტიას ვიძლევით“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები