“ჩვენი სახელმწიფო ღრმა ინსტიტუციურ კრიზისშია, ეკონომიკა ვერ პასუხობს საფრთხეებს” – ოკუპირებულ აფხაზეთში მრგვალი მაგიდა გაიმართა

ოკუპირებულ აფხაზეთში სოციალურ-ეკონომიკური კვლევის ცენტრმა, “აფხაზეთის ხალხთა ყრილობასთან” ერთად, მრგვალი მაგიდა გამართა – „აფხაზეთის აქტუალური პრობლემები ეროვნული უსაფრთხოების კონტექსტში“.

შეხვედრაზე ისაუბრა სოციალურ-ეკონომიკური კვლევების ცენტრის ეროვნული ეკონომიკის დეპარტამენტის უფროსმა, ხათუნა შატ-იფამ.

ის შეეხო ეკონომიკური უსაფრთხოების თემას და თქვა, რომ “ეროვნული ეკონომიკა და, ზოგადად, ჩვენი სახელმწიფო სახიფათო რეჟიმში ფუნქციონირებს”.

„ჩვენი კვლევა გვიჩვენებს, რომ პირველი – ჩვენ ვიმყოფებით ღრმა ინსტიტუციური კრიზისის ფაზაში. მეორე, ეკონომიკა და სამთავრობო ინსტიტუტები ვერ უპირისპირდებიან ეკონომიკური უსაფრთხოების გამოწვევებსა და საფრთხეებს და, შესაბამისად, ვერ უზრუნველყოფენ ეროვნული ინტერესების დაცვას. მესამე – პოლიტიკურ ძალებს, რომლებიც ერთმანეთს ცვლიან, არ აქვთ და არც დაუწყიათ სერიოზული სტრუქტურული რეფორმები. მეოთხე – ინსტიტუტების კრიზისი ყოველთვის ინსტიტუციური ცვლილებებით მთავრდება. აქ მთავარი საკითხია – განხორციელდება თუ არა ეს ცვლილებები მკაცრად კონსტიტუციის ჩარჩოში”, – თქვა ​შატ-იფამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები