მამუკა მდინარაძე: რა უნდა შეძლოს მელიამ, ადამიანმა, რომელმაც ხაბეიშვილთან არჩევნები საკუთარ ამომრჩევლებში წააგო?!
“ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა მდინარაძე გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარე, ნიკა მელია ახალ პარტიას ქმნის.
“ცოტა სერიოზულად თუ ვილაპარაკებთ, რა უნდა შეძლოს მელიამ? ადამიანმა, რომელმაც ხაბეიშვილთან არჩევნები საკუთარ ამომრჩევლებში წააგო. არ მინდა, რაღაც შეურაცხყოფა გამომივიდეს, მაგრამ ფაქტია, როგორც პოლიტიკურმა ფიგურამ, მეორე პოლიტიკურ ფიგურასთან წააგო არჩევნები, სასაცილო ის არის, რომ პოლიტიკურ ფიგურად იწოდება ხაბეიშვილი, ამასთან წააგო არჩევნები საკუთარ ამომრჩევლებში და რაღა უნდა ქნას ახლა? რასაც აქამდე აკეთებდა, იმას გააკეთებს“, – განაცხადა მდინარაძემ.