გურამ მაჭარაშვილი: პრობლემა არის ისევ ის, რომ 99 პროცენტს კანონპროექტი წაკითხული არ აქვს და ვინც წაიკითხა, მას კითხვის ნიშნები უკვე აღარ აქვს
“პრობლემა არის ისევ ის, რომ 99 პროცენტს კანონპროექტი წაკითხული არ აქვს და ვინც წაიკითხა, მას კითხვის ნიშნები უკვე აღარ აქვს”, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გურამ მაჭარაშვილმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა.
„ჩვენ მეორე კანონი დავაინიცირეთ, ერთი-ერთში ამერიკული ვარიანტი და ეს სწორედ იმ მიზნით გავაკეთეთ, რომ დაენახა ყველას, პირველ რიგში ქართულ საზოგადოებას, ასევე დანარჩენ ცივილიზებულ საზოგადოებას, რა სხვაობაა და რა მსგავსებაა ჩვენ მიერ პირველ ჯერზე დაინიცირებულ კანონპროექტსა და სუფთა ამერიკულ კანონპროექტს შორის“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.