ხატია წილოსანი უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებს შეხვდა

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ხატია წილოსანი უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებს შეხვდა.

პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრის მონაწილე 70-ზე მეტი ახალგაზრდა დაინტერესდა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის მიერ გარემოს დაცვის კუთხით გაწეული საქმიანობით. ხატია წილოსანმა ისაუბრა განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების, აღმასრულებელ ხელისუფლებასთან ერთად გატარებული რეფორმების და საკომიტეტო მოკვლევის ფარგლებში მიღებული რეკომენდაციების შესრულების თაობაზე. მან სტუდენტებს გააცნო ინფორმაცია საქართველოს მიერ ევროპასთან ნაკისრი ვალდებულებების შესრულების კუთხით გარემოსდაცვითი საკითხების ქვეყანაში იმპლემენტაციაზე.

„შეხვედრაზე ვისაუბრეთ 2023 წლის გეგმების შესახებ, რომელსაც საქართველოს პარლამენტი განახორციელებს იმისთვის, რომ ერთი მხრივ, მოხდეს მიღებული კანონების ეფექტურად აღსრულებაზე კონტროლი და მეორე მხრივ, ახალი საკანონმდებლო საჭიროებების განსაზღვრის შემთხვევაში მუშაობა განხორციელდეს სახელმწიფო ინსტიტუტებთან ერთად. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოება და განსაკუთრებით სტუდენტები ინტერესდებიან საქართველოში გარემოს დაცვის მიმართულებით არსებული მდგომარეობით, რაც ატმოსფერული ჰაერის გაუმჯობესებას, ბიომრავალფეროვნებას, ტყით სარგებლობის წესებს და ზოგადად ბუნებრივი რესურსების ეფექტურ და რაციონალურ გამოყენებას უკავშირდება”, – განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ ხატია წილოსანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები