განათლების სამინისტროში მშობლების სასკოლო ცხოვრებაში ჩართულობასთან დაკავშირებით, პრეზენტაცია გაიმართა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში მშობლების სასკოლო ცხოვრებაში ჩართულობასთან დაკავშირებით, პრეზენტაცია გაიმართა. მინისტრმა თამარ სანიკიძემ ჟურნალისტებს ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა.
სამინისტროს ინფორმაციით სიახლეები მშობლების სასკოლო ცხოვრებაში ჩართულობისა და ცნობიერების ამაღლების მიზნით, რამდენიმე მიმართულებით განხორციელდება:ეროვნული სასწავლო გეგმის ახალი რედაქციის მიხედვით, დამრიგებლებისათვის სავალდებულო ხდება მშობლებთან რეგულარული კომუნიკაცია, იწყება პროგრამები სასკოლო ცხოვრებაში მშობელთა ჩართულობის გაძლიერების მიზნით, რაც გულისხმობს მშობელსა და სკოლას შორის რეგულარულ, ორმხრივ, შედეგზე ორიენტირებულ თანამშრომლობას. მშობელი სკოლის სრულუფლებიანი პარტნიორი ხდება, 2015 წლის იანვრიდან ინკლუზიური განათლების მიმართულებით, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა მშობლების საგანმანათლებლო პროგრამები ამოქმედდება, მოხდება მშობელთა გადამზადება და მათი სასკოლო ცხოვრებაში ჩართულობის უზრუნველყოფა, ზოგადი განათლების ხელშეწყობის მიზნით, განხორციელდება მშობელთა განათლების ქვეპროგრამა, რომელიც გულისხმობს მშობელთა ინფორმირებას ისეთ მნიშვნელოვან თემებზე როგორიცაა: ბავშვის ინდივიდუალური საჭიროებების გამოვლენის ხელშეწყობა, სახლში სწავლისათვის საჭირო უნარ-ჩვევების გამომუშავება, ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობა, შვილთან კომუნიკაციის პროცესში ასაკობრივ-ფსიქოლოგიური თავისებურებების გათვალისწინება და სხვ. მშობლებთან დაკავშირებით დაგეგმილი ყველა სიახლე ერთ მიზანს ემსახურება – სკოლამ ოჯახთან ერთად აღზარდოს ჯანმრთელი, განათლებული და ღირსეული მოქალაქე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები