ოზურგეთის საავადმყოფოში მშობიარე ქალი გარდაიცვალა
ოზურგეთში სამედიცინო დაწესებულებაში მშობიარე ქალი გარდაიცვალა. ექიმებმა ახალშობილის გადარჩენა შეძლეს. როგორც ცნობილია, ქალბატონს სასწრაფო საკეისრო კვეთა ჩაუტარდა.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება. უწყების ინფორმაციით, საქმე აღძღულია სისხლის სამართლის კოდექსის 130-ე მუხლით, რაც ექიმის მიერ პაციენტის განსაცდელში მიტოვებას გულისხმობს.