პუტინის და გაგლოევის შეხვედრა არ შედგა
ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტის, ალან გაგლოევის და კრემლის ლიდერის, ვლადიმერ პუტინის შეხვედრა არ შედგა. ამის მიზეზი გახდა კორონავირუსი, რომელიც გაგლოევს დაუდასტურდა.
შეხვედრა 22 თებერვალს უნდა შემდგარიყო.
როგორც დიმიტრი პესკოვმა უთხრა მედიას, გადაწყდა, რომ შეხვედრა მოგვიანებით შედგება.
გაგლოევის პრესმდივნის, ნატალია ბოსიკოვას თქმით, დე ფაქტო პრეზიდენტის მდგომარეობა სტაბილურია და მოსკოვიდან დაბრუნების შემდეგ ის თვითიზოლაციაში იქნება.