“აშშ უკრაინაში დიდი რადიუსის რაკეტების და მოიერიშე თვითმფრინავების გაგზავნას ემხრობა” – მაიკლ მაკოლი
ვაშინგტონი ემხრობა უკრაინისთვის შორი რადიუსის რაკეტების – ATACMS-ების და F-16-ის გაგზავნას.
ამის შესახებ რესპუბლიკელმა კონგრესმენმა, მაიკლ მაკკოლმა კიევში თქვა, – წერს Reuters-ი.
მისი თქმით, ეროვნული უშიშროების საბჭო და ჯო ბაიდენის ადმინისტრაციას ჯერ არ მისულან ერთობლივი აზრისკენ, თუ “რომელი იარაღი ან რამდენად სწრაფად უნდა მიეწოდოს” უკრაინას.
„თუმცა, იზრდება არტილერიისა და თვითმფრინავების გადაცემის მხარდაჭერა“, – განაცხადა კონგრესმენმა.
მაკკოლმა განაცხადა, რომ შეხვედრის დროს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მას გადასცა საჭირო იარაღის სია.
მასშია F-16 მოიერიშე თვითმფრინავები და ATACMS სარაკეტო სისტემები, რომლებმაც, მისი თქმით, შესაძლოა, „ყირიმამდე მიაღწიოს“ ირანული დრონების გასანადგურებლად.