ზელენსკი: პუტინის ბირთვულ საფრთხეებს ყურადღებას აღარავინ აქცევს
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მუქარა ბირთვული იარაღის გამოცდის განახლების შესახებ არის საფრთხე, რომელზეც სერიოზულად არავინ რეაგირებს.
„რაც შეეხება იმას, ემზადება თუ არა რუსეთი ბირთვული გამოცდებისთვის: ჩვენ ზრდასრულები ვართ. ამ ადამიანმა ჯერ გადაწყვიტა, რომ რაიმე სახის დაშინება იქნებოდა, შემდეგ კი ეს შეერთებული შტატების მესიჯებს დაუკავშირა და ა.შ. ვფიქრობ, ეს მუდმივად ხდება. სერიოზულად აღარავინ რეაგირებს ამაზე“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
მისი თქმით, კრემლის წარმომადგენლები „უკვე ტერორისტებივით ურთიერთობენ“.
„ერთადერთი განსხვავება ისაა, რომ ტერორისტები ნიღბებს ატარებენ, რუსეთში კი სახესაც არ მალავენ“, – განაცხადა ზელენსკიმ.
ცნობისთვის, 21 თებერვალს პუტინმა რუსეთის თავდაცვის სამინისტროსა და Rosatom-ს დაავალა, უზრუნველყონ მზადყოფნა ბირთვული ცდებისთვის, რადგან მიიჩნევს, რომ თავად აშშ-ს შეუძლია გამოსცადოს და შექმნას ახალი ტიპის ბირთვული იარაღი.