გაგლოევი, ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტის რანგში, პუტინს პირველად შეხვდება

ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტი, ასლან გაგლოევი ამ რანგში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს პირველად შეხვდება.

ამის შესახებ მისი პრესსამსახური იტყობინება.

პუტინის და გაგლოევის შეხვედრა ხვალ, 22 თებერვალს მოსკოვში გაიმართება, სადაც გაგლოევი უკვე რამდენიმე დღეა, იმყოფება და სხვადასხვა დონეზე შეხვედრებს მართავს.

მოსალოდნელია, რომ “ლიდერები ორმხრივი თანამშრომლობის განვითარებას, პირველ ყოვლისა, სოციალურ-ეკონომიკურ სფეროში განიხილავენ”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები