“ჩვენი ხალხი ჯერ კიდევ საბჭოთა მოგონებებში ცხოვრობს, ბელარუსებს ნეთესავებად აღიქვამენ” – ბჟანია

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას თქმით, ე.წ. რესპუბლიკაში ბელარუსებს ახლობლებად, ნათესავებად მიიჩნევენ.

ამის შესახებ მან მინსკში ბელარუსის ლიდერ ალექსანდრე ლუკაშენკოსთან შეხვედრის შემდეგ მედიას განუცხადა.

„აფხაზეთში ბელარუსებს ნათესავებად, ახლო ადამიანებად აღიქვამდენ. მოქალაქეების უმეტესობა ჯერ კიდევ საბჭოთა მოგონებებში ცხოვრობს. დიდწილად, დასავლეთის სახელმწიფოების სანქციების გამო, ჩვენ დიდი ხანია, იზოლირებულები ვართ. რუსეთის წყალობით, ჩვენ გავდივართ დეიზოლაციის პროცესებს და ბელარუსთან კონტაქტები, ამ თვალსაზრისით, ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ გვინდა, რომ ჩვენი ურთიერთობები განვითარდეს კეთილმეზობლური გზით, აქცენტი გაკეთდეს ეკონომიკურ თანამშრომლობაზე“, – განაცხადა ასლან ბჟანიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები