“უბრალოდ, უხერხულია” – ლუკაშენკომ სააკაშვილთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობა გააკრიტიკა

ბელარუსის ლიდერი, ალექსანდრე ლუკაშენკო ამბობს, რომ საქართველოში განვითარებულ მოვლენებს აკვირდება.

ამის შესახებ მან მინსკში ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიასა და ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრ ინალ არძინბასთან შეხვედრაზე თქვა.

ლუკაშენკომ ამ ჭრილში მიხეილ სააკაშვილზე ისაუბრა.

„არც ისე ლამაზად ჩანს ეს ყველაფერი, იმ თვალსაზრისით, რომ ბოლოს და ბოლოს ის პრეზიდენტი იყო. ამიტომ, ამ მდგომარეობამდე არ უნდა მიხვიდე, როგორც ახლაა, უბრალოდ, უხერხულია. რატომ ვამბობ ამას: ჩვენ არანაირი შეფასება არ გაგვიკეთებია, ჩვენ არც ამ და არც სხვა ვითარებებში ჩავრეულვართ. თბილისთან, რამდენადაც შესაძლებელია, კარგი ურთიერთობა გვქონდა და გვაქვს. რატომ რეაგირებენ ასე მწვავედ ჩვენს შეხვედრებზე. ვფიქრობ, თქვენც დაგვეხმარებით ამ კითხვაზე პასუხის პოვნაში”, – თქვა ლუკაშენკომ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები