“უნდა დავიცვათ ჩვენი შვილები გადაგვარების იდეოლოგიისგან, ერთნაირსქესიანთა კავშირისა და პედოფილიისგან” – პუტინი

ფედერალური სათათბიროსადმი მიმართვაში, რუსეთის პრეზიდენტმა ტრადიციულად ისაუბრა იმ “მავნებლობაზე, რასაც დასავლეთი ბავშვებზე ახდენს”.

„შეხედეთ რას უშვებიან საკუთარ ხალხს – ოჯახის ნგრევა, კულტურული და ეროვნული იდენტობა, გარყვნილება და ბავშვების შეურაცხყოფა, პედოფილია – ცხოვრების ნორმად არის გამოცხადებული. მღვდლებს კი აიძულებენ, ერთნაირსქესიანთა ქორწინება დალოცონ”, – თქვა მან.

პუტინის თქმით, დასავლეთი საინფორმაციო თავდასხმების სამიზნედ, პირველ ყოვლისა, რუს ახალგაზრდობას ირჩევს.

„შეუძლებელია, არ აცნობიერებდნენ, რომ ბრძოლის ველზე რუსეთის დამარცხება შეუძლებელია. ამიტომ, ისინი სულ უფრო და უფრო აგრესიულ საინფორმაციო თავდასხმებს ახორციელებენ ჩვენ წინააღმდეგ და, რა თქმა უნდა, სამიზნედ, პირველ ყოვლისა, ახალგაზრდებს, ახალგაზრდა თაობას ირჩევენ“, – განაგრძო პუტინმა.

ის ამბობს, რომ არავინ აპირებს ზრდასრულთა პირად ცხოვრებაში შეჭრას, მაგრამ, ამავე დროს, არ უნდა დაივიწყონ წმინდა წერილი და ყველა სხვა მსოფლიო რელიგიის მთავარი წიგნი.

„იქ ყველაფერია ნათქვამი, მათ შორის, ის, რომ ოჯახი არის კაცისა და ქალის კავშირი. მაგრამ დღეს ამ წმინდა ტექსტებსაც ეჭვის თვალით უყურებენ! ვალდებულები ვართ, დავიცვათ ჩვენი შვილები და ამას გავაკეთებთ. ჩვენ დავიცავთ ჩვენს შვილებს დეგრადაციისა და გადაგვარებისგან!”, – აღნიშნა ვლადიმერ პუტინმა

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები