რუსეთი სტრატეგიული შეტევითი იარაღის ხელშეკრულებაში მონაწილეობას აჩერებს

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, რუსეთი სტრატეგიული შეტევითი შეიარაღების ხელშეკრულებაში (START) მონაწილეობას აჩერებს.

ამის შესახებ პუტინმა ფედერალური სათათბიროსადმი მიმართვაში თქვა.

მან აღნიშნა, რომ რუსეთი კი არ გადის ხელშეკრულებიდან, არამედ მონაწილეობას აჩერებს.

”თუ შეერთებული შტატები ჩაატარებს წვრთნებს, ამას ჩვენც გავაკეთებთ”, – თქვა პუტინმა.

რუსეთის პრეზიდენტის თქმით, აშშ და ნატო ღიად აცხადებენ, რომ მათი მიზანია რუსეთისთვის სტრატეგიული მარცხის მიყენება და დასავლეთი „პირდაპირ არის ჩართული“ რუსული ავიაციის წინააღმდეგ დარტყმებში.

ამავე დროს, მისი თქმით, ნატო მოითხოვს, რომ რუსეთი დაუბრუნდეს START-ის ხელშეკრულებას და რუსულ ბირთვულ ობიექტებზე დასავლელი ექსპერტები დაუშვას.

“ნატოს არაერთი ბირთვული სახელმწიფო ჰყავს და მათი ბირთვული ძალებიც ჩვენ წინააღმდეგაა მიმართული. მათი უგულებელყოფა არ შეგვიძლია. ნატოს ქვეყნებმა წამოაყენეს ულტიმატუმები: რუსეთი – შეასრულე ვალდებულება და ჩვენ მოვიქცევით ისე, როგორც გვსურს”, – განაცხადა პუტინმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები