“რუსეთის პრეზიდენტის არჩევნები 2024 წელს ჩატარდება” – პუტინი
რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, 2024 წელს ქვეყანაში არჩევნები ჩატარდება.
ამის შესახებ მან ფედერალური სათათბიროსადმი მიმართვაში თქვა.
„ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების არჩევნები მიმდინარე წლის სექტემბერში ჩატარდება, ხოლო საპრეზიდენტო არჩევნები 2024 წელს, კანონის მკაცრი დაცვით, ყველა დემოკრატიული და კონსტიტუციური პროცედურების დაცვით“, – განაცხადა პრეზიდენტმა.