იტალიის პრემიერი კიევში ჩავიდა
იტალიის პრემიერმინისტრი, ჯორჯია მელონი კიევში ჩავიდა.
ამის შესახებ La Repubblica იტყობინება.
მელონი დღეს ქვეყნის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება, რომელთაც ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავს.
მანამდე, პოლიტიკოსი ირპინსა და ბუჩას ეწვევა.
ჯორჯია მელონი 20 თებერვალს პოლონეთში ჩავიდა, სადაც ქვეყნის პრეზიდენტს და პრემიერს შეხვდა.