“ვაგნერს” კრიმინალური ტალანტები სჭირდება, მეც ვიჯექი ათ წლამდე, სანამ რუსეთის გმირი გავხდებოდი” – ევგენი პრიგოჟინი
“ჩვენ გვჭირდება კრიმინალური ტალანტები, თვითონ მოვიხადე ათამდე წელი, სანამ რუსეთის გმირი გავხდებოდი”, – თქვა “ვაგნერის” ხელმძღვანელმა, ევგენი პრიგოჟინმა პატიმრების წინაშე სიტყვით გამოსვლის დროს.
მისი თქმით, “ვაგნერი” არის “მილიტარიზებული ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი ტანკებით, თვითმფრინავებითა და ვერტმფრენებით”, რომელიც “მუშაობს საკუთარი კოდექსით, რომელიც განსხვავდება რუსეთის კანონებისგან”.
„ვაგნერში” მოხვედრის საუკეთესო კანდიდატებია: 30-45 წლის ადამიანები „მკაცრი რეჟიმიდან“ და არა პირველად ნასამართლევი. სასურველია, ვინც 15 წელი მოიხადა, ან ასეთი ვადა აქვს წინ. განსაკუთრებული უპირატესობა ენიჭებათ მკვლელობისთვის, ძარცვის, ყაჩაღობისთვის ან სხეულის მძიმე დაზიანებისთვის გაასამართლეს”, – თქვა მან.