ირანში 5,3 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა

ირანში 5,3 მაგნიტუდის მიწისძვრა დაფიქსირდა.

ამის შესახებ ევროპის – ხმელთაშუა ზღვის სეისმოლოგიური ცენტრი იტყობინება.

ეპიცენტრი მდებარეობდა ქალაქ ბანდარ აბასიდან ჩრდილო-დასავლეთით 113 კილომეტრში, 10 კილომეტრის სიღრმეში.

ტერიტორიაზე 352 000 ადამიანი ცხოვრობს.

ნგრევისა და მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ამ დროისთვის არ გავრცელებულა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები