“პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში, უკრაინის კონფლიქტს 24 საათში მოვაგვარებ” – ტრამპი
აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ამბობს, რომ, პრეზიდენტად ხელახლა არჩევის შემთხვევაში, უკრაინაში კონფლიქტს ერთ დღეში დაასრულებს და პირველს, რასაც იზამს, რუსეთის და უკრაინის ლიდერებს დაუკავშირდება.
ამის შესახებ მან ფლორიდის შტატში მომხრეების წინაშე სიტყვით გამოსვლის დროს თქვა.
“როგორც კი ჩემი გამარჯვება გახდება ცნობილი, იმავე ღამეს დავურეკავ ორ ადამიანს: პუტინს და ზელენსკის. ვეტყვი მათ: “ჩვენ უნდა შევხვდეთ.” გარანტიას გაძლევთ, შემიძლია ამ საკითხის მოგვარება. შეთანხმებას 24 საათში მივაღწევთ”, – თქვა მან.
ასევე, აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა თქვა, რომ მისი ადმინისტრაციის პირობებში რუსეთი არასდროს შეიჭრებოდა უკრაინაში.
”პუტინი არასოდეს, არასდროს შევიდოდა უკრაინაში. მე დავინახე საზღვართა რუსული ჯარების კონცენტრირება და ვთქვი: ”ის აწარმოებს მოლაპარაკებებს, ეს მხოლოდ მოლაპარაკებაა.” და შემდეგ ჯო ბაიდენი ჩაერია, რომელმაც თქვა, რომ თუ რუსეთი უკრაინის ტერიტორიის მცირე ნაწილს წაიღებს, მაშინ შესაძლოა, ყველაფერი რიგზეა. ეს არ იყო ის, რაც მათ უნდა ეთქვათ”, – თქვა ტრამპმა.