“რუსული საფრთხე გაიზარდა, მაგრამ ბევრი ბუნდოვანებაა” – შვედეთის დაზვერვა

მიუხედავად იმისა, რომ რუსული ძალები კვლავ უკრაინაშია კონცენტრირებული, შვედეთის საზღვრებთან რუსული საფრთხე გაზრდილია.

ამის შესახებ შვედეთის დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელმა, ლენა ჰალინმა განაცხადა.

„ის ევროპული უსაფრთხოება, რომელსაც შევეჩვიეთ, არ არსებობს. მასთან ერთად შვედეთისთვის საფრთხეებიც გაიზარდა”,- განაცხადა მან.

ჰალინის თქმით, ნატოში ფინეთისა და შვედეთის გაწევრიანების გადაწყვეტილების ფონზე, რუსეთი, სავარაუდოდ, რეგიონში თავისი ყოფნის გაზრდას შეეცდება.

როგორც მან აღნიშნა,  მიუხედავად იმისა, რომ შვედური დაზვერვის თანახმად, რუსეთს არ სურს,  უკრაინაში მიმდინარე ომი ნატოსთან სამხედრო კონფლიქტში გადაიზარდოს, ბევრი ბუნდოვანება რჩება, ძირითადად, რუსეთის ხელმძღვანელობის სურვილთან დაკავშირებით, წავიდეს მაღალ რისკზე.

მისი აზრით, დაძაბულობის მაღალმა დონემ შესაძლოა, გამოიწვიოს შეცდომა ან უბედური შემთხვევა, რაც ასეთ კონფლიქტს გააჩაღებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები