ალასკაზე 5,5 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა
ალასკაზე 5,5 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა.
ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის გეოლოგიური სამსახური ავრცელებს.
მიწისძვრის ეპიცენტრი სოფელ ოლდ -ჰარბორიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 42 კილომეტრში 9 კილომეტრის სიღრმეში იყო.
დასახლებულ პუნქტში 221 ადამიანი ცხოვრობს.
ნგრევის ან ცუნამის საფრთხის შესახებ ინფორმაცია ჯერ არ გავრცელებულა.