უკრაინაში ვიზიტის შემდეგ, ბაიდენი პოლონეთში ჩავიდა

უკრაინაში მოულოდნელი ვიზიტის შემდეგ, აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, პოლონეთში ჩავიდა.

უკრაინული მედიის ცნობით, აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია PAP-ს პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, პიოტრ ვაჩიკმა დაუდასტურა.

ამერიკის პრეზიდენტი პოლონეთის პრჟემიშლში მატარებლით ჩავიდა, რის შემდეგაც საპრეზიდენტო თვითმფრინავ Air Force One-ში უნდა გადასულიყო და ვარშავაში ჩავიდეს. ბაიდენის ოფიციალური ვიზიტი პოლონეთში სამშაბათს დაიწყება.

ამასთან, PAP-ის ცნობით, ბაიდენი პოლონეთის პრეზიდენტს ანჯეი დუდას შეხვდება. ლიდერები მოლაპარაკებებს გამართავენ პირისპირ ფორმატში, რის შემდეგაც დაგეგმილია პლენარული მოლაპარაკებები დელეგაციების დონეზე.

შეერთებული შტატების ლიდერის სიტყვით გამოსვლა 17:30 საათზე, ვარშავის სამეფო ციხის ტერიტორიაზე გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები