“სასიამოვნოა კიევში დაბრუნება” – უკრაინაში ბაიდენის ჩასვლის დეტალები ხდება ცნობილი(ფოტოკოლაჟი)

აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი კიევში ადგილობრივი დროით 08:00 საათზე ჩავიდა. მას უკრაინაში აშშ-ის ელჩი, ბრიჯით ბრინკი დახვდა.

ამის შესახებ CNN-ი იმ ჟურნალისტებზე დაყრდნობით იტყობინება, რომლებიც თეთრი სახლის ლიდერს ახლდნენ.

“სასიამოვნოა კიევში დაბრუნება”, – თქვა ბაიდენმა ბრინკთან მისალმებისას.

ამის შემდეგ, ადგილობრივი დროით 8:30 საათზე ბაიდენის კორტეჟი მარიინსკის სასახლეში მივიდა, სადაც აშშ-ის ლიდერს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი და პირველი ლედი, ოლენა ზელენსკა დახვდნენ.

„გმადლობთ, რომ ჩამოხვედით“, – თქვა ზელენსკიმ და ბაიდენს ხელი ჩამოართვა.

ბაიდენმა იკითხა, “რაც მთავარია, როგორ არიან ბავშვები? მიხარია თქვენი დანახვა”.

კიევში ყოფნის მნიშვნელობის შესახებ კითხვაზე პასუხისას ბაიდენმა აღნიშნა, რომ ეს იყო მისი მერვე ვიზიტი.

”ეს ყოველ ჯერზე სულ უფრო მნიშვნელოვანი ვიზიტია”, – თქვა ბაიდენმა, და დასძინა, რომ მისი ვიზიტის მიზანია ზელენსკის გადასცეს, რომ აშშ “აქ არის, რომ დარჩეს, ჩვენ არსად მივდივართ”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები