ენტონი ბლინკენი: აშშ შეშფოთებულია რუსეთის მიერ მოლდოვაში დესტაბილიზაციის მცდელობებით

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა, რომელიც მიუნხენის კონფერენციის ფარგლებში მოლდოვის პრეზიდენტ მაია სანდუს შეხვდა, განაცხადა, რომ აშშ რუსეთის მიერ მოლდოვაში სიტუაციის დესტაბილიზაციის მცდელობებით ღრმად შეშფოთებულია.

„ღრმად შეშფოთებულები ვართ მთავრობის დესტაბილიზაციის მიზნით შეთქმულების გამო, რომელიც დავინახეთ, რომ რუსეთიდან მოდის. ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს მოლდოვას, მის უსაფრთხოებას, დამოუკიდებლობას, ტერიტორიულ მთლიანობას და ძალიან მნიშვნელოვან რეფორმებს, რომლებსაც პრეზიდენტი და მთავრობა ახორციელებენ“, – განაცხადა ბლინკენმა სანდუსთან შეხვედრაზე.

ცნობისთვის, მიმდინარე კვირის დასაწყისში მაია სანდუმ განაცხადა, რომ რუსეთი მოლდოვაში სახელმწიფო გადატრიალებას ამზადებდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები