სინამდვილეში რა დაარქვა ბეთჰოვენმა „მთვარის სონატას“, რომელიც მის უიღბლო სიყვარულს მიეძღვნა
გენიალური მუსიკალური ნაწარმოები „მთვარის სონატა“, ლუდვიგ ვან ბეთჰოვენმა 1800-1801 წლებში შექმნა. ბეთჰოვენმა ნაწარმოები 18 წლის გრაფინია ჯულიეტა გვიჩარდს მიუძღვნა, რომელიც იმ პერიოდში დადიოდა მასთან მუსიკის გაკვეთილებზე და რომელზეც უგონოდ შეყვარებული გახლდათ დიდი მაესტრო. საბოლოოდ ჯულიეტამ უარყო ბეთჰოვენის სიყვარული და ცოლად ავსტრიელ კომპოზიტორს, გრაფ ვენცელ რობერტ გალენბერგს გაჰყვა. სწორედ ამ უიღბლო სიყვარულის წყალობით შეიქმნა მუსიკის ისტორიაში უდავოდ ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ნაწარმოები. რაც შეეხება ნაწარმოების სახელწოდებას, სინამდვილეში მას ბეთჰოვენმა არცთუ რომანტიული სახელწოდება – ” Die Klaviersonate Nr. 14 op. 27 Nr. 2 ” (“სონატა ფორტეპიანოსათვის № 14 , ოპუს 27, № 2 “) შეურჩია ,ქვესათაურად კი “თითქმის ფანტაზია” დაასახელა. მისი ახლანდელი სახელწოდება, უკვე ბეთჰოვენის გარდაცვალების შემდეგ, 1832 წელს გერმანელმა რომანისტმა და მუსიკალურმა კრიტიკოსმა ლუდვიგ რელშტაბმა დაამკვიდრა, როდესაც ეს ნაწარმოები თავის სიტყვაში შეადარა – ” მთვარის შუქს ფირვალდშტეტის ტბაზე”.
[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=4Tr0otuiQuU” width=”560″ height=”315″]