მოლდოვას ახალი პრემიერმინისტრი და მინისტრთა კაბინეტი ჰყავს

მოლდოვის პარლამენტმა ახალი მთავრობა პრემიერმინისტრ დორინ რეჩეანის ხელმძღვანელობით დაამტკიცა.

ამის შესახებ Newsmaker-ი იტყობინება.

რეჩანის კაბინეტი 10 კაცისა და შვიდი ქალისაგან შედგება.

ამასთან, მის მთავრობაში მხოლოდ ოთხი ახალი სახე იქნება.

ნიკუ პოპესკუმ შეინარჩუნა საგარეო საქმეთა და ევროინტეგრაციის მინისტრის პოსტი, ის ასევე იქნება სამი ვიცეპრემიერიდან ერთ-ერთი.

მოლდოვას თავდაცვის მინისტრად ანატოლი ნოსატიი რჩება.

გუნდის წარდგენისას რეჩანმა მისი მთავრობის სამ პრიორიტეტზე ისაუბრა: დისციპლინა და წესრიგი საჯარო დაწესებულებებში; ეკონომიკური განვითარება; მშვიდობა და სტაბილურობა.

მან ასევე აღნიშნა, რომ წლის ბოლომდე მთავრობას აქვს მკაფიო ამოცანა, დაიწყოს მოლაპარაკებები ევროკავშირში გაწევრიანებაზე და დააჩქაროს ცვლილებები, რომლებიც აუცილებელია ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრის მისაღებად.

ახალმა პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ მოლდოვა კვლავ ჰიბრიდული თავდასხმების სამიზნეა.

”ჩვენ ველით, რომ უახლოეს პერიოდში ინტენსივობა კიდევ უფრო გაიზრდება, მაგრამ ჩვენ ასევე გვაქვს ინსტიტუტები, რომლებიც მზად არიან, გაუმკლავდნენ მას,” – თქვა მან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები