საქართველოში მიწისძვრა მოხდა
საქართველოში მიწისძვრა მოხდა. ილიას უნივერსიტეტის სეისმოლოგიური ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის სიმძლავრე 3,3 მაგნიტუდას შეადგენდა. არსებული ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი იმერეთში იყო. მიწისქვეშა ბიძგები იგრძნობოდა საჩხერისა და ჭიათურის რაიონებში.
მიწისძვრა თბილისის დროით 11:56 საათზე დაფიქსირდა.