არჩილ გორდულაძე – ჯუანშერ ბურჭულაძის დაკავებაზე: მთავარი პრინციპი, რაც „ქართულ ოცნებას“ გვაქვს, ვიბრძვით იმისთვის, რაც არის ხალხის ინტერესში და ხალხის ინტერესში ვერასდროს იქნება ბიუჯეტის ხარჯზე საკუთარი კეთილდღეობის მოწყობა
მთავარი საფუძველი და პრინციპი, რაც „ქართულ ოცნებას“ გვაქვს, რომ ჩვენ ვაკეთებთ და ვიბრძვით ყველაფერი იმისთვის, რაც არის ხალხის ინტერესში და ხალხის ინტერესში ვერასდროს იქნება ბიუჯეტის ხარჯზე საკუთარი კეთილდღეობის მოწყობა, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ, თავდაცვის ყოფილი მინისტრის ჯუანშერ ბურჭულაძის დაკავებასთან დაკავშირებით გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
მისი თქმით, ყველა სახის დანაშაულზე სახელმწიფოს ექნება ადეკვატური რეაგირება.
„რომელი გუნდის წევრიც არ უნდა იყოს, საერთოდ აპოლიტიკური ადამიანიც რომ იყოს, არ აქვს ამას მნიშვნელობა ჩვენი გუნდისთვის, ადამიანი, რომელიც ჩაიდენს ისეთ მძიმე დანაშაულს, როგორიც არის სახელმწიფო ქონების მითვისება, ის რეალურად გამოდის, რომ „ქართული ოცნების“ იდეალებს არასდროს იზიარებდა და „ქართული ოცნების“ გუნდის ნამდვილი წევრი არც არასდროს ყოფილა.
იმიტომ, რომ შეუძლებელია ერთი რამე, მთავარი საფუძველი და პრინციპი, რაც „ქართულ ოცნებას“ გვაქვს, რომ ჩვენ ვაკეთებთ და ვიბრძვით ყველაფერი იმისთვის, რაც არის ხალხის ინტერესში და ხალხის ინტერესში ვერასდროს იქნება ბიუჯეტის ხარჯზე საკუთარი კეთილდღეობის მოწყობა.
მთავარი არის, რომ ბრძოლა ნებისმიერ დანაშაულთან, იქნება ეს კორუფცია, როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა არაერთხელ გააჟღერა და სრულად უჭერს ჩვენი გუნდი მხარს, რომ იქნება ეს ნებისმიერი საკითხი, კორუფციასთან ბრძოლა, ნარკოტიკებთან ბრძოლა, ამ ეთერშიც გვისაუბრია ნარკოპოლიტიკის გამკაცრებასთან დაკავშირებით, ეს არის მაგალითად ორგანიზებული დანაშაული, ყველა კუთხით დანაშაულის მიმართ რა თქმა უნდა მიდგომა იქნება მკაცრი.
სახელმწიფო დგას ძლიერად. სახელმწიფოს უდგას ქართველი ხალხი, სისტემა გამართულად მუშაობს, ეფექტიანობაც გაზრდილია და ამის ფონზე შეგვიძლია, რომ თითოეულ იმ ადამიანს, რომელსაც სურვილი აქვს, რომ რამე დანაშაული ჩაიდინოს და ჰგონია, რომ შერჩება, აღარ შერჩება არავის არც ერთი დანაშაულის ჩადენა“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.
შეგახსენებთ, რომ სუს-მა თავდაცვის ყოფილი მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე 11 სექტემბერს დააკავა.