The Times: დიდი ბრიტანეთი ოფიციალურად აღიარებს პალესტინის სახელმწიფოს

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი ამ შაბათ-კვირას პალესტინას სახელმწიფოდ ოფიციალურად აღიარებს, – ამის შესახებ გამოცემა The Times-ი იუწყება.

მედიის ცნობით, სტარმერმა ეს განცხადება ბრიტანეთში ტრამპის ვიზიტის დასრულებამდე გადადო.

გაერთიანებული სამეფო ამ პროცესს მომავალ კვირას ნიუ-იორკში დაგეგმილ გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომამდე გააგრძელებს.

აღსანიშნავია, რომ დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, კანადა და ავსტრალია იმ ქვეყნებს შორის არიან, რომლებიც ასამბლეაზე პალესტინის აღიარებას გეგმავენ.

ამასთან, ცნობილია, რომ აშშ კატეგორიულად ეწინააღმდეგება პალესტინის ოფიციალურ სახელმწიფოდ აღიარებას და ტრამპის თქმით, ეს „ჰამასის“ სასარგებლოდ გადადგმული ნაბიჯი იქნება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები