ალუდა ღუდუშაური: ქართველი ხალხისა და მთავრობის ერთად დგომით მოვედით იქამდე, რომ დღეს ჩვენთან ვსაუბრობთ მშვიდობაზე, როგორ უნდა მოეწყოს წყალარინების სისტემა ქალაქში, ამ დროს კი სხვადასხვა ქვეყნებში იბომბება სკოლები და საავადმყოფოები

ასეთი დაძაბულობის დროს, ქართველი ხალხისა და მთავრობის ერთად დგომითა და გამჭრიახი გონებით, ჩვენ მოვედით იქამდე, რომ დღეს, ჩვენთან, ვსაუბრობთ მშვიდობაზე, როგორ უნდა მოეწყოს წყალარინების სისტემა ქალაქში, კანალიზაციის სისტემები თუ გარე განათებები და ამ დროს, სხვადასხვა ქვეყნებში საუბარია იმაზე, რომ იბომბება სკოლები, საავადმყოფოები, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ალუდა ღუდუშაურმა „ღამის კურიერის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, ქართული საზოგადოების და ხელისუფლების დამსახურებაა, რომ ქვეყანაში ომი არ არის და მოქალაქეები ყოფით გამოწვევებზე საუბრობენ.

„ჩვენი საზოგადოება არაფრით არ ჩამორჩება წამყვანი ევროპული ქვეყნების საზოგადოებას, ქართველი ხალხი არის ბრძენი. ხედავთ, ასეთი ტურბულენტობის დროს, როგორი გონიერებით მოქმედებს ქართველი ხალხი. ასეთი დაძაბულობის დროს, ქართველი ხალხისა და მთავრობის ერთად დგომითა და გამჭრიახი გონებით, ჩვენ მოვედით იქამდე, რომ დღეს, ჩვენთან ვსაუბრობთ მშვიდობაზე, როგორ უნდა მოეწყოს წყალარინების სისტემა ქალაქში, კანალიზაციის სისტემები თუ გარე განათებები და ამ დროს, სხვადასხვა ქვეყნებში საუბარია იმაზე, რომ იბომბება სკოლები, საავადმყოფოები. ამ წუთას კი, ადამიანების სიცოცხლე ეწირება, დღევანდელი რეალობა ასეთია. ასეთ დროს, ქართველი ხალხი აღმოჩნდა ძალიან გონიერი და მე დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ქართველ საზოგადოებას, ასეთ რთულ დროს გამოიჩინეს ძალიან დიდი გონიერება“, – აღნიშნა ალუდა ღუდუშაურმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები