სოსო გიორგაძე: საქართველოსთვის რევოლუციების მცდელობა, სამწუხაროდ, ლამის ყოველდღიურობად იქცა და რომ არა „ქართული ოცნების“ ხელისუფლება, შესაძლოა კვლავ გადაგვეტანა ის უბედურება, რომელიც რამდენიმე წლის წინ ჩვენ მოვიხადეთ

საქართველოსთვის რევოლუციების მცდელობა, სამწუხაროდ, ლამის ყოველდღიურობად იქცა და რომ არა „ქართული ოცნების“ ხელისუფლება, შესაძლოა კვლავ გადაგვეტანა ის უბედურება, რომელიც რამდენიმე წლის წინ ჩვენ მოვიხადეთ, – ამის შესახებ „საქპატენტის“ თავმჯდომარემ, სოსო გიორგაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მან 21-ე საუკუნეში მსოფლიო მასშტაბით მომხდარი რევოლუციები მიმოიხილა და მათი უარყოფითი შედეგები გაიხსენა. მათ შორის სამოქალაქო ომები, მკვლელობები, ტერორისტული აქტები.

„ეს არის ის, რასაც საქართველოში მოქმედი პოლიტიკური ჯგუფები, რომლებიც თავიანთ თავს ოპოზიციას უწოდებენ, ჰპირდებიან საქართველოს. საქართველოს ჰპირდებიან უკრაინას, ლიბიას, სირიას, ნეპალს. ეს ის არის, რასაც ჩვენ გვთავაზობენ“, – აღნიშნა სოსო გიორგაძემ.

მისივე თქმით, საქართველოში, 21-ე საუკუნეში წიწამური აღარ იქნება, ვინაიდან საქართველოს დღეს მართავს ხელისუფლება, რომელსაც შეუძლია დაიცვას თავისი ქვეყანა.

სოსო გიორგაძის განცხადებით, როდესაც დამხობაზეა საუბარი, დამხობა არ არის ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართული დანაშაული არცერთ სახელმწიფოში.

„ყველა სახელმწიფოში ის სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადია და ითვალისწინებს კონსტიტუცია. დამხობა არის სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული დანაშაული. ამიტომაც, ისინი ისწრაფვიან არა ხელისუფლების შეცვლისკენ, არამედ ისწრაფვიან სახელმწიფოს დასამხობად“, – აღნიშნა მან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები