150 000 ლარიანი თანადაფინანსების გრანტების პროგრამის გამარჯვებულები ცნობილია

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს 150 000 ლარიანი თანადაფინანსების გრანტების პროგრამის მეთოთხმეტე რაუნდის გამარჯვებული 20 სტარტაპი ცნობილია. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო ავრცელებს.

„• Argonaut – ინდუსტრიული ხასიათის კვლევითი ტექნოლოგია პროფესიონალი მკვლევარებისა და კვლევითი ორგანიზაციებისთვის, რომელიც მოიცავს კვლევითი ინსტრუმენტის შექმნის, საველე სამუშაოების მართვის, ხარისხის კონტროლის მექანიზმების იმპლემენტაციის, მონაცემების გაწმენდისა და საბოლოო მონაცემების ანალიზის ინტეგრირებულ პროგრამას.

  • Quissly – სტარტაპი ეხმარება ონლაინ მაღაზიებს გაზარდონ კონვერსია და შესაბამისად გაყიდვები, პერსონალიზირებული პროდუქტების საძიებო სისტემით. ტექნოლოგია ითვალისწინებს სრული კატალოგის ყველა ატრიბუტს, მათ შორის ნებისმიერ ენაზე ტექსტურ აღწერებს, მეტადატასა და სურათებს.
  • Paywise – ALL-IN-1 სახელფასო და გადახდის ავტომატიზაციის პლატფორმა, რომელიც გაგიმარტივებთ სახელფასო გადახდის პროცესსა და საგადასახადო ანგარიშგებას ერთი ფანჯრის პრინციპით.
  • BetterStep – სტარტაპი, ბიომეტრიული tech-wear-ით, AI-ითა და კლინიკებთან პარტნიორობით, ეხმარება მომხმარებლებს მავნე დამოკიდებულებების (ნარკო, ალკო, ქცევითი და სხვა) დაძლევაში — პერსონალიზებული, სამეცნიერო მეთოდებითა და გემიფიკაციით.
  • Skrib – ერთიანი შემოქმედებითი სამუშაო სივრცე, რომელიც აერთიანებს დაფის შეუზღუდავ თავისუფლებას, პროფესიონალური წერის პროგრამის სტრუქტურას და კონტექსტზე მორგებულ AI ასისტენტს, რაც მწერლებს საშუალებას აძლევს შექმნან მაღალი ხარისხის ნაწარმოები უფრო სწრაფად.
  • MediMind-AI – პლატფორმა ეხმარება ექიმებს გაიდლაინებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღებაში, აჩქარებს დოკუმენტაციის მომზადებას, ახდენს კონსულტაციების ტრანსკრიფციას და უზრუნველყოფს მყისიერ წვდომას სამედიცინო კვლევებზე.
  • Amblify – მხედველობის თერაპიის დისტანციური კურსი, რომელიც იყენებს 3D გამოსახულებებს თვალისა და ტვინის სტიმულირებისთვის, რაც ეხმარება ზარმაცი თვალის და თვალის კომპიუტერული დაძაბულობის სინდრომის (DES) მქონე პაციენტებს მხედველობის ეფექტურად აღდგენაში, კლინიკაში ხშირი ვიზიტების გარეშე
  • Phytotester – ინოვაციური, AI-თან ინტეგრირებული მოწყობილობა, რომელიც მცენარის ბიოელექტრულ სიგნალებზე დაყრდნობით ახდენს ნერგების, თესლისა და სამყნობი მასალის სიცოცხლისუნარიანობის არაინვაზიურ, ზუსტ და სწრაფ შეფასებას.
  • Forma Technologies – სტარტაპი აერთიანებს მობილურ აპთან სინქრონიზებულ უხმო Walking-Pad-ს, რომელიც ოფისში სიარულს გუნდურ თამაშად გარდაქმნის.
  • Deeprank AI – სტარტაპი უზრუნველყოფს კომპანიების ხილვადობას ხელოვნური ინტელექტის პლატფორმების საძიებო სისტემებში, როგორიცაა ChatGPT, Gemini, Deepseek და სხვა.
  • WashyWashy – „Uber, მაგრამ მანქანის რეცხვისთვის“ – მანქანის უწყლო გარეცხვის სერვისი გამოძახებით, ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ადგილას, რომელიც დაზოგავს თქვენს დროს, უფრო დიდხანს ინარჩუნებს მანქანის სისუფთავეს და ზოგავს წყალს.
  • Vireo – სტარტაპი ქმნის ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებულ ასისტენტს იმ კომპანიებისთვის, რომლებიც მუშაობენ დაბალ რესურსულ ენებზე. კომპანიებს შეუძლიათ მათ საქმიანობასთან დაკავშირებული მასალების მიბმა, სისტემა ამ მასალას გარდაქმნის ცოდნის ბაზად, რომელიც გამოიყენება მომხმარებელთან კომუნიკაციისას.
  • PayZen – პირველი მობაილ აპლიკაცია, რომელიც ერთ სისტემაში აერთიანებს სხვადასხვა ბანკების პოს-ტერმინალებს. აპლიკაციის გამოყენება შეუძლია, როგორც ფიზიკურ პირებს, ასევე ბიზნესებს.
  • Focus Verify – ადამიანის იდენტიფიცირების დისტანციური სერვისი, რომელიც შექმნილია კომპანიებისთვის, მომხმარებლის Onboarding-ის დროისა და ხარჯების შესამცირებლად.
  • Healo – ციფრული პლატფორმა, რომელიც ცვლის ტრადიციულ ფსიქოთერაპიულ მომსახურებას და მომხმარებლებს აძლევს საშუალებას, ონლაინ მიიღონ ლიცენზირებული ფსიქოთერაპევტების კონსულტაცია მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან და კავშირი ქონდეთ AI თერაპევტთან, რომელიც მომხმარებელს სხვადასხვა გარემოებაში გაუწევს თერაპიულ მომსახურებას.
  • Clinovas – AI-ზე დაფუძნებული პლატფორმა, რომელიც კლინიკური კვლევებისთვის პაციენტების შერჩევას ამარტივებს და აჩქარებს.
  • Hoppla – პლატფორმა საერთო მარშრუტზე მიმავალ მძღოლსა და მგზავრს ერთმანეთთან აკავშირებს. ჰოპლას მთავარი მიზანია საქალაქთაშორისო ტრანსპორტირება მაქსიმალურად კომფორტული, ხელმისაწვდომი და სახალისო გახადოს.
  • Klics – სტარტაპი ეხმარება საშუალო და დიდი ზომის eCommerce ბრენდებს გაყიდვების 15%-ით გაზრდაში პერსონალიზებული მარკეტინგული თამაშების, პოპაპების და პროგნოზირებადი AI რეკომენდაციების მეშვეობით საკუთარი მომხმარებლის მონაცემებსა და კონკურენტების ანალიზზე დაყრდნობით.
  • Terratend Robotics – ჭკვიანი აგრორობოტები მცირე და საშუალო ზომის ფერმებისთვის, სადაც ტრადიციული მძიმე ტექნიკა არაეფექტურია, ან ეკონომიკურად გაუმართლებელი.
  • AurumChain (AURC) – სტარტაპი ქმნის ოქროთი უზრუნველყოფილ „სტეიბლკოინის“ ეკოსისტემას, რომელიც აკავშირებს ადრეული ეტაპის საბადოებს გლობალურ ინვესტორებთან.

გადაწყვეტილება საინვესტიციო კომიტეტმა მიიღო, რომელიც დაკომპლექტებულია მაღალი დონის საერთაშორისო ვენჩურული ინვესტორების მიერ: მარვინ ლიაო, ბილ რაიჰართი, გვენ ედვარდსი, ბრეტ ვოთერსი, ზაზა ფაჩულია.

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს 150 000 ლარიანი თანადაფინანსების გრანტების პროგრამა 2025 წლის 14 მარტს მეთოთხმეტედ გამოცხადდა. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში ჯამურად 275 სტარტაპია დაფინანსებული. მეთოთხმეტე რაუნდში შემოსული განაცხადებიდან სპეციალურად თანადაფინანსების გრანტების პროგრამისთვის შერჩეულმა უცხოელმა ექსპერტებმა ფინალისტები გამოავლინეს, რომლებსაც საინვესტიციო კომისიის წინაშე თავიანთი იდეების წარსადგენად უცხოელი ტრენერები ამზადებდნენ.

პროგრამის მიზანია  საქართველოში საერთაშორისო პოტენციალის მქონე ინოვაციური პროდუქტებისა და მომსახურების  შემუშავება, მათი კომერციალიზაცია და ინოვაციური საწარმოების შექმნის სტიმულირება. თანადაფინანსების გრანტები წარმოადგენს დაფინანსების ერთ-ერთ ყველაზე მეტად გავრცელებულ ინსტრუმენტს, რომელიც ინოვაციის მხარდასაჭერად გამოიყენება, როგორც განვითარებული, ისე განვითარებადი ეკონომიკის მქონე ქვეყნებში“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები