დიდ ბრიტანეთში ვიზიტის დროს ტრამპმა სამეფო კარის ეტიკეტი რამდენჯერმე დაარღვია
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა დიდ ბრიტანეთში ვიზიტის დროს სამეფო კარის ეტიკეტი რამდენჯერმე დაარღვია.
მედიის ცნობით, უინძორის ციხესიმაგრეში ვიზიტისას შეერთებული შტატების ლიდერმა მეფე ჩარლზ III-ს ზურგზე ხელი დაადო.
ორი ასეთი ეპიზოდი ამერიკულმა ტელევიზიებმა გადაიღეს, რომლებიც ციხესიმაგრიდან სამხედრო ცერემონიას გადასცემდნენ.
ამასთან, სამეფო დაცვის ერთ-ერთ წევრთან საუბრის დროს, ტრამპმა მეფე ჩარლზ III-ს გაუსწრო და წინ წავიდა.
აღსანიშნავია, რომ ბრიტანეთის მონარქთან შეხება სამეფო ეტიკეტის უხეშ დარღვევად ითვლება.
დადგენილი წესების თანახმად, მეფის მოწვევის გარეშე შეხება მიღებული არ არის. გამონაკლისია ხელის ჩამორთმევა, თუ მონარქი ამისთვის ხელს გაიწვდის. სხვა შემთხვევებში, მიზანშეწონილად ითვლება მსუბუქი თავის დახრა ან თავის დაქნევა.