მაშინ, როდესაც ტირანია კვლავ ემუქრება ევროპას, ჩვენ და ჩვენი მოკავშირეები ერთად ვდგავართ უკრაინის მხარდასაჭერად, რათა შევაჩეროთ აგრესია და უზრუნველვყოთ მშვიდობა, – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის მეფემ, ჩარლზ III-მ სახელმწიფო ბანკეტზე განაცხადა, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ვიზიტთან დაკავშირებით გაიმართა.
თავის გამოსვლაში მეფემ ასევე შეაქო შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და გამოხატა მისი „პირადი ერთგულება მსოფლიოს ყველაზე რთული კონფლიქტების გადაჭრის გზების მოძებნისა და მშვიდობის უზრუნველყოფის მიმართ“.