“ძალიანაც კარგი, რომ განმარტავს ბატონი დავით ბაქრაძე, რაშია საქმე“

სახელმწიფო მინისტრმა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში, ალექსი პეტრიაშვილი პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის დავით ბაქრაძის მიერ ერთ-ერთ ბრიტანულ ბანკში ანგარიშის დახურვის საკითხს ეხმაურება. როგორ პეტრიაშვილმა „ქრონიკის“ ეთერში განაცხადა, მის ანგარიშზე არც ხილულად და არც მალულად ასეთი თანხები არ არსებობს.
“ძალიანაც კარგი, რომ განმარტავს ბატონი დავით ბაქრაძე, რაშია საქმე. მე ყოველ მიზეზგარეშე მინდა განვაცხადო, რომ ყოველგვარი პოლიტიკური დევნა ამ შემთხვევაში გამორიცხულია. რეალურად აქ არის საუბარი თანხებზე, რომელთა დეკლარაციაში არსებობის ან არარასებობის თაობაზე კითხვებს უნდა გაეცეს პასუხები. დარწმუნებული ვარ, რომ ეს საკითხი ძალიან სწრაფად გაირკვევა, პროკურატურა მიიღებს სათანადო პასუხებს. საერთოდ, ყოველთვის ჩვენი ოპონენტების მხრიდან არის მცდელობა ბუზიდან სპილოს გარდაქმის და პოლიტიკური დევნის ელფერის მიცემისა ყველა შემთხვევაზე. საზოგადოებას აინტერესებს ჩემი, პრემიერ-მინისტრის, პრეზიდენტის, ოპონენტების ანგარიშები. ჩვენ ყველა ვართ გამჭვირვალე და ყველა ჩვენგანი გასცემს პასუხს კითხვებს ასეთი ანგარიშების არსებობის შემთხევავაში”, – განაცხადა პეტრიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები