შალვა პაპუაშვილი: როდესაც ვსაუბრობთ, რომ საერთაშორისო წესრიგი აღარ არსებობს, ამათ გააკეთეს ეს ყველაფერი – ბალტიის ქვეყნებმა, ევროკავშირმა, ბრიუსელმა

„როდესაც ვსაუბრობთ, რომ საერთაშორისო წესრიგი აღარ არსებობს, ამათ გააკეთეს ეს ყველაფერი. ბალტიის ქვეყნებმა, ევროკავშირმა, ბრიუსელმა,“- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, საბოლოო ჯამში, მათ კარებზე მიაკაკუნებს საერთაშორისო სამართლის სისტემის მორღვევა.

„ასე, რომ ჭეშმარიტებაა, მეთანხმებით, მაგრამ ჩვენ გვეუბნებიან ამას? რასაც ჩვენ ვსაუბრობდით ეს დადასტურდა. კიდევ ერთხელ, ახლა ჩავხედოთ ამიტომ და შევხედოთ, რომ ესტონეთი თურმე ცდილობს ჩვენს შიდა საქმეებში ჩაერიოს იმიტომ, რომ მოსამართლეების გარკვეული რაოდენობა ჰყავს არასასურველ პირებად გამოცხადებული. დაადასტურა საფრანგეთის მოსამართლემ, რომ ლატვია ცდილობს ჩაერიოს შიდა საქმეებში, ლიტვა ცდილობს რომ ჩაერიოს შიდა საქმეებში. გერმანია ცდილობს რომ ჩაერიოს შიდა საქმეებში თუ რა ვიცი, ვინც არიან ის ქვეყნები, რომლებმაც არასასურველ პირებად გამოაცხადეს სასამართლოს ზოგიერთი წარმომადგენელი, დაადასტურა საფრანგეთის მოსამართლემ, ფაქტობრივად შეგვიძლია ეს უკვე სასამართლოს გადაწყვეტილებად მივიღოთ ლამის, მოსაზრებად, რომ ისინი ერეოდნენ საქართველოს შიდა საქმეებში, რაც ნიშნავს საერთაშორისო სამართლის დარღვევას. როდესაც ვსაუბრობთ, რომ საერთაშორისო წესრიგი აღარ არსებობს, ამათ გააკეთეს ეს ყველაფერი. ბალტიის ქვეყნებმა, ევროკავშირმა, ბრიუსელმა. მათი ხელით დაინგრა საერთაშორისო სამართლებრივი წესრიგი. ისინი არიან ვინც ჩამოშალა საერთაშორისო სამართლებრივი წესრიგი იმიტომ, რომ აქ ცდილობენ დიდი ბიჭი ითამაშონ პატარა ქვეყნებმა და აქეთ იქით ისვრიან ამ სანქციებს, არასასურველ პირად გამოცხადებას და ამით მოშალეს, მოარღვიეს საერთაშორისო სამართალი. საბოლოო ჯამში, მათ კარებზე მიაკაკუნებს საერთაშორისო სამართლის სისტემის მორღვევა“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები