შალვა პაპუაშვილი: უახლოეს დღეებში მივმართავთ BBC-ის შიდა მარეგულირებელ ინსტანციას საჩივრით

„უახლოეს დღეებში ჩვენ უკვე მივმართავთ BBC-ის შიდა მარეგულირებელ ინსტანციას საჩივრით,“ – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა BBC-ის ფილმთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, იყო მანიპულაციური სიუჟეტი და ამ მანიპულაციის აღიარებას ვითხოვთ.

„პროცედურა შემდეგია – თავდაპირველად უნდა მოხდეს საჩივრის შეტანა BBC-ის შიდა მარეგულირებელ ინსტანციაში – ამ სამართლებრივ კაზუისტიკაშიც გავერკვიეთ. შესაბამისად უახლოეს დღეებში ჩვენ უკვე მივმართავთ BBC-ის შიდა მარეგულირებელ ინსტანციას ჩვენი საჩივრით. იმედი გვაქვს, რომ ამ დონეზევე აღიარებს BBC, რომ ფაბრიკაცია და მანიპულაცია იყო ის სიუჟეტი, თუ არ აღიარებს, მაშინ სხვა სხვა ინსტანციებიც არის. გასაგებია, რასაც ვითხოვთ – იყო მანიპულაციური სიუჟეტი და ამ მანიპულაციის აღიარებას ვითხოვთ. კონკრეტულად რა მოთხოვნები იქნება, ამ ყველაფერს გაიგებთ. ამ ეტაპზე არ ვაპირებთ, წინასწარ ვისაუბროთ, რა იქნება შინაარსი. როცა გასაჯაროვდება, მაშინ გახდება ცნობილი“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

შეგახსენებთ, BBC-მ გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც საუბარია იმაზე, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ აქციაზე პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები