ლევან მახაშვილი: დღეს ბრიუსელის პოლიტიკა არის ბრმა თვითდინება – არიან წლების განმავლობაში საკუთარი პოლიტიკის თუ პოლიტიკური შეცდომების მსხვერპლი
„დღეს ბრიუსელის პოლიტიკა არის ბრმა თვითდინება. არიან წლების განმავლობაში საკუთარი პოლიტიკის თუ პოლიტიკური შეცდომების მსხვერპლი,“- ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ევროინტეგრაციის პროცესი სულ უფრო მეტად ეფუძნება პოლიტიკურ ინტერესებს და უფრო ნაკლებად მოსურნე ქვეყნების მხრიდან რეალურ პროგრესს.
„სამწუხაროდ, დღეს ბრიუსელის პოლიტიკა არის ბრმა თვითდინება. არიან წლების განმავლობაში საკუთარი პოლიტიკის თუ პოლიტიკური შეცდომების მსხვერპლი და იმის ნაცვლად, რომ სახე შეინარჩუნონ, რეალისტურად, ჯანსაღად შეხედონ მოვლენებს კვლავ აგრძელებენ საკუთარი ძველი, არასწორი, უსამართლო პოლიტიკის გატარებას.
ჩვენ ვაკვირდებით და ვხედავთ, რა თქმა უნდა, რომ ევროინტეგრაციის პროცესი სულ უფრო მეტად ეფუძნება პოლიტიკურ ინტერესებს და უფრო ნაკლებად მოსურნე ქვეყნების მხრიდან რეალურ პროგრესს. თუ ამ პოლიტიკურ ინტერესში ჯდება, მაშინ თურმე შესაძლებელია, რომ თვალი დახუჭო ისტორიული მასშტაბის კორუფციულ სკანდალებზე, ეკონომიკურ სტაგნაციაზე, პოლიტიკური პარტიების აკრძალვაზე, მედიების ტოტალურ კონტროლზე“, – განაცხადა ლევან მახაშვილმა.