„მურთაზ ზოდელავამ ფაქტობრივად აღიარა სტრატეგიული ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობა,“- ამის შესახებ პროკურორმა თამარ ბეჟუაშვილმა 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა.
„სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის მცდელობის ფაქტზე დაკავებულ პირთა სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარემ დღეს გამოიკვლია ვიდეომტკიცებულებები, მათ შორის, ორგანიზატორების. ასევე, კონკრეტულ პირთა მიმართ. მურთაზ ზოდელავამ ფაქტობრივად აღიარა სტრატეგიული ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობა“, – აღნიშნა პროკურორმა.