შსს-მ ყაჩაღობის ბრალდებით ძებნილი – 2005 წელს დაბადებული პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ძებნის სამმართველოსა და აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ყაჩაღობის ბრალდებით ძებნილი – 2005 წელს დაბადებული შ.ა. ბათუმში დააკავეს.

შსს-ს ცნობით, მსჯავრდებული, თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინების საფუძველზე, 2025 წლის 01 დეკემბრიდან არაერთგზის ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით იძებნებოდა.

“დაკავებული ამჟამად პენიტენციურ დაწესებულებაშია მოთავსებული”, – წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები