შალვა პაპუაშვილი: გერმანია თუ პატივს სცემს სტრასბურგის სასამართლოს მიერ წარმოებულ სამართლებრივ პროცედურებს, გიორგი გახარია უნდა დააბრუნონ საქართველოში

„გერმანია თუ პატივს სცემს სტრასბურგის სასამართლოს მიერ წარმოებულ სამართლებრივ პროცედურებს, გიორგი გახარია უნდა დააბრუნონ საქართველოში,“ – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

„იყო ძალიან დეტალური გამოძიება. იცით, რომ საგამოძიებო მოქმედებები პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ტარდებოდა. დაზარალებულები ყველა ხელახლა იყო გამოკითხული. საგამოძიებო ექსპერიმენტების შედეგად დადგინდა, ვინ სად იყო განთავსებული და ამის საფუძველზე პროკურატურამ ბრალი წაუყენა გიორგი გახარიას. ახლა უკვე სასამართლოს ჯერია, რომ ამ საკითხზე იმსჯელოს და მის ბრალეულობის საკითხთან დაკავშირებით დაადგინოს, აქვს თუ არა ის ბრალი. ზოგადად, მთავარი საკითხი ისაა, რომ მას შეფარდებული აქვს წინასწარი პატიმრობა. მიმალულია გერმანიაში. არ ვიცი, გერმანია თუ პატივს სცემს სტრასბურგის სასამართლოს მიერ წარმოებულ სამართლებრივ პროცედურებს, მე მგონი, გიორგი გახარია უნდა დააბრუნონ საქართველოში“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები