თურქეთმა ნატოს დახმარების მოთხოვნით მიმართა

მიწისძვრის შედეგების აღმოფხვრის მიზნით, თურქეთმა ნატოსა და მოკავშირეებს დახმარების მოთხოვნით ოფიციალურად მიმართა.

თურქეთის ხელისუფლება ალიანსისგან სამედიცინო დახმარებასა და აღჭურვილობას, სხვადასხვა სამძებრო და სამაშველო დანაყოფებსა და სრულად აღჭურვილ საველე საავადმყოფოებს მოითხოვს.

შეგახსენებთ, რომ 6 თებერვალს, გამთენიისას, თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, სირიის საზღვართან ახლოს 7.8 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. მიწისქვეშა ბიძგები ადგილობრივი დროით 04:17-ზე დაიწყო. მოგვიანებით თურქეთში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა, რომლის სიმძლავრემ 7,5 მაგნიტუდა შეადგინა. ბოლო მონაცემებით, თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა საერთო რაოდენობა 2 700-ს აჭარბებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები