თურქეთში მიწისძვრის შედეგად 2818 შენობაა დანგრეული

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეპ თაიპ ერდოღანის განცხადებით, მიწისძვრის შედეგად 2818 შენობაა დანგრეული, ნანგრევებიდან 2470 მოქალაქის ამოყვანა მოხერხდა.

მისი ინფორმაციით, სამაშველო ოპერაციაში 9000 მაშველია ჩართული და ეს რიცხვი იზრდება რეგიონიდან ადამიანების დამატების წყალობით.

ერდოღანის თქმით, სტიქიის შედეგად, ამ დროისთვის ცნობილია 2818 შენობის ნგრევის შესახებ.

ასევე, თურქეთს დახმარების სურვილით ნატო-სა და ევროკავშირის წევრი უკვე 45  ქვეყანა გამოეხმაურა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები