თურქეთის პორტმა ისკენდერუნმა, დაზიანების გამო, მუშაობა შეაჩერა

თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე პორტმა ისკენდერუნმა, მიწისძვრის შედეგად დაზიანების გამო, მუშაობა შეაჩერა.

ამის შესახებ თურქეთის ნავიგაციის მთავარი სამმართველოს Twitter-ის გვერდზეა ნათქვამი.

“ისკენდერუნის პორტში ნავსადგურების ნაწილი ჩამოინგრა. სხვა პორტებში პრობლემები არ ფიქსირდება.​ ისკენდერუნის გარდა, ყველა სხვა პორტი აგრძელებს მუშაობას“, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები